წიგნის ამბავი – წინასიტყვაობა
მე გამარჯვებული საქართველოს ქომაგი ვარ და სწორედ ამიტომ გამარჯვებაზე მინდა გელაპარაკოთ. გელაპარაკოთ გულწრფელად, დაუნანებლად, გაგიზიაროთ ყველაფერი, რაც ვიცი. არ მაქვს პრეტენზია, რომ ჩემი ნამუშევარი ბიბლიური ჭეშმარიტებაა. არა, ამ წიგნში ჩემ მიერ განცდილ, გავლილ და გამოცდილ სტრატეგიული ბრენდინგის რთულ გზაზე სვლისას მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ. გზაზე, სადაც მეც ბევრჯერ წავიტეხე ცხვირი, უამრავი შეცდომა დავუშვი, თუმცა შევძელი და ჩავარდნები საკუთარ თავთან ვაღიარე, ბევრი რამ შევცვალე და დღემდე ვცვლი. ცვლილებებში, სწორ – გამარჯვების – გზაზე დადგომაში, ჩემს პარტნიორებსაც (ასე ვუწოდებ ჩემს ძვირფას დამკვეთებს) დავეხმარე და ახლა მინდა თქვენც, ვინც ამ წიგნს წაიკითხავთ, ერთი სიტყვით მაინც წაგიკრათ ხელი გამარჯვებისკენ! შეგაყვაროთ ბრე(ი)ნდინგი, მოგანდომოთ, რომ ის თქვენი საქმის განუყოფეელი ნაწილი გახდეს! ბრე(ი)ნდინგი ხომ გამარჯვების სტრატეგიაა! დაგეხმაროთ კარგად მოიფიქროთ და დაგეგმოთ: რა არის თქვენი გამარჯვება და რა გზით იაროთ, რომ გაიმარჯვოთ – საქმეშიც და ცხოვრებაშიც.
“ბრე(ი)ნდინგი” ნაკლებად არის ტექნიკური წიგნი, თუმცა ამ საკითხებსაც აუცილებლად შევეხებით. მაგრამ ეს წიგნი უფრო მეტად არის მენტალიტეტის – ბრენდინგთან მიმართებაში, როგორც მე მას დავარქვი, ბრენდალიტეტის – შესახებ. ბრენდის შენება და მართვა მენტალური გამოწვევაა, ამაში ჩემი 26-წლიანი პირადი გამოცდილება და სხვებზე დაკვირვების შედეგად დაგროვილი ცოდნა ყოველდღე მარწმუნებს. მენტალიტეტი საქციელში გამოვლენილი ტვინწყობაა (mindset) და მის სწორად მოწყობაზე მუშაობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის როგორც საქმის, ბრენდის, ისე ადამიანის ცხოვრების შენებისას. მეტალიტეტი ადამიანის საქმისადმი დამოკიდებულებას და ქცევას განსაზღვრავს და ეს არის ის, რის ხარისხსაც ნებისმიერ შემთხვევაში მოაქვს შედეგი – გამარჯვება ან მარცხი.
ბრენდალიტეტი არის დისციპლინა, თანმიმდევრულობა, თავდადება, ჯიგარი, მუდმივი სწავლა-შემეცნების, აღიარებისა და დიდი მოთმინების უნარი, მასზე დაფუძნებული ქმედება კი – ბრე(ი)ნდინგი. ეს ყველაფერი კი მენტალური საკითხებია – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ამბები, რომელთა გამართულობისა და სწორად მოწყობის გარეშე არც ცხოვრებაში და არც ბრენდინგში გამარჯვება არ მოდის.
ბრე(ი)ნდინგი გამარჯვების მენტალიტეტია და ის უპირველეს ყოვლისა საქმეში (და საერთოდ ცხოვრებაში) სხვისი გათვალისწინების კულტურაზე დგას. „სხვა“ კი საქმეში არის თანამშრომელი და მომხმარებელი – თქვენი ბრენდისთვის უძვირფასესი ადამიანების ორი ჯგუფი. მათი თქვენდამი დამოკიდებულებით წყდება თქვენი ბრენდისა და საქმის სიკვდილ-სიცოცხლის ბედი.
ბრენდალიტეტის – სწორი მენტალობის – არქონა მენტალური ჩაკირულობაა, რომელიც ღუპავს ბრენდს, საქმეს და ადამიანებს. სწორედ ამიტომ, “ბრე(ი)ნდინგი” ანტი-მენტალური ჩაკირულობის წიგნია და ის არის ყველასთვის, ვისაც გამარჯვებული საქმის, ბრენდის, პერსონალური ბრენდის აშენება და მართვა სურს, მისი მრავალჟამიერი!
“ბრე(ი)ნდინგი” ბიზნეს-წიგნია, მაგრამ ამავე დროს ცხოვრებაზეც არის, რადგან ბრენდინგში არაფერი ხდება ისეთი, რაც არ ხდება ადამიანების ცხოვრებაში და ის ისეთივე ძველია, როგორც კაცობრიობა! ყველაფერი ხომ ადამიანია — ყველაფერი ხომ მისი ტვინიდან და ხელიდან გამოდის.
მიუხედავად ჩემი დაუოკებელი ჟინისა – ვიხილო გამარჯვებული საქართველო, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვწელე, გადავიფიქრე და გადმოვიფიქრე – უნდა დამეწერა თუ არა ეს წიგნი. რაღაც მაფერხებდა, რაღაც მაკლდა, რაღაც მჭირდებოდა – ალბათ ის, რასაც ჩვენ მოტივაციას ვეძახით. ამასობაში წიგნი დამიგვიანდა, თუმცა არასდროს მტოვებდა დანაშაულის განცდა: „მინდა გამარჯვებული საქართველოს ნახვა,“ მაგრამ ბევრს არაფერს ვაკეთებ ამისთვის. სხვისი არ ვიცი და როგორც ახლა გამოჩდა – მე მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ამას შემაძლებინებდა. ხოდა, ძალიან გამიმართლა, ის ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა და საბოლოო მძლავრი ბიძგი მომცა. წიგნის დაწერის იდეის მოსმენისთანავე დაიწყო – დაიწყე, დაიწყე, დაიწყე – არ გაჩერდა! ბოლოს კი მაიძულა საჯარო პირობა დამედო და გრანდიოზული პასუხისმგებლობა ამეღო მის, ჩემი თავის და იმ აუდიტორიის წინაშე, რომელმაც ისეთი სიხარულით მიიღო ჩემი წიგნის დაწერის დაპირება, მივხვდი, მათი გაწბილება სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა. უკან დასახევი გზა აღარ იყო, 2025 წლის 8 ივნისს “სპოთლაითზე” წიგნის დაწერის ბედი გადაწყდა. გზა უკან – მოიჭრა, მხოლოდ – წინ, წიგნი აუცილებლად უნდა დაწერილიყო!
ხოდა მადლობა მას (სახელს მოგვიანებით გაგიმხელთ), მადლობა სპოთლაითის აუდიტორიას – მე პირობა შევასრულე, წიგნი დაიწერა, წაკითხვა და შეფასება თქვენთვის მომინდია.
მაშ ასე, საინტერესო და შედეგიან მოგზაურობას გისურვებთ ბრე(ი)ნდინგის სამყაროში!
გ ა გ ი მ ა რ ჯ ვ ო თ ადამიანებო!
მიაწვააააააა!